თეგებით ძიება

როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი სწორად, რომ ოჯახში ბედნიერება და წარმატება მოვიზიდოთ

ბევრი ადამიანი 14 იანვარს ძველით ახალ წელს აღნიშნავს და ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს. ეს დღესასწაული მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტრადიციასა და ჩვევას აერთიანებდა, რომლებსაც წინაპრები საგულდაგულოდ იცავდნენ, რომ სახლში წარმატება და ბედნიერება მოეზიდათ.

ტრადიციის თანახმად, 13 იანვრის ღამეს სუფრას შლიდნენ, სადაც ძირითადად ხორცისგან დამზადებული კერძები, ღვეზლები, ტოლმა და ტკბილეული იყო განთავსებული. ძველად, ოჯახური ვახშმის შემდეგ, იმ ოჯახებში, სადაც დასაქორწინებელი ადამიანები იყვნენ, სახალისო რიტუალი ჰქონდათ. კერძოდ, გამომცხვარ ტკბილეულს ან ცომეულს ერთდროულად გადაუგდებდნენ ხოლმე ძაღლს და ითვლებოდა, შინაური ცხოველი რომლის გადაგდებულ ცომეულსაც პირველს შეჭამდა, ის დაქორწინდებოდა პირველი.

ძველით ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი მღეროდა, სხვადასხვა საკრავზე უკრავდა და ითვლებოდა, რომ ამ გზით სახლში ბედნიერებასა და სიხარულს იწვევდნენ, ბოროტ ძალებს კი ხმაურით უკან აგდებდნენ. დილით კი ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი სახლის ყველა კართან მარცვლეულს ტოვებდა. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ გზით კეთილდღეობას მოიზიდავდნენ და მთელი წელი წარმატება და ბარაქა ექნებოდათ.

გარდა ამისა, არსებობდა გარკვეული წარმოდგენებიც. მაგალითად:

თუ ძველით ახალი წლის ღამეს თოვლი იქნებოდა, ამბობდნენ, რომ იგი გვიან გაზაფხულამდე გაგრძელდებოდა. ასევე, თუ სითბო იქნებოდა, ფიქრობდნენ, რომ მეტისმეტად წვიმიანი ზაფხული დადგებოდა, ხოლო თუ ამ ღამეს ყინვა იქნებოდა, კარგ მოსავალს წინასწარმეტყველებდნენ.

ძველით ახალ წელს არ შეიძლება ფულის სესხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი წელი ფინანსური წარუმატებლობა და უიღბლობა დაგებედებათ.

ასევე, 13 და 14 იანვარს სახლიდან ნაგვის გადაყრა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ამ გზით, ოჯახიდან ბედნიერება ,,გაგაქვთ“. აუცილებელია, წინასწარ კარგად მოაწესრიგოთ გარემო, თუმცა ამ დღეებში ჯობს, თავი შეიკავოთ.

13 და 14 იანვარს ძალიან კარგია, თუ ძველ ტანსაცმელს დაემშვიდობებით და გადააგდებთ. სიმბოლურად ითვლება, რომ ის ტანსაცმელი ყველა იმ დარდისა და იმედგაცრუებისაგან გაგათავისუფლებთ, რაც ცხოვრებაში შეგხვდათ და ახალ შემართებას მოგცემთ.

ეცადეთ, თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ. ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ის, ვინც ძველით ახალ წელს ცუდად იქნებოდა, მთელი წელი გაჰყვებოდა ჯანმრთელობის პრობლემები.

14 იანვრის ღამეს სიზმრები წინასწარმეტყველებად ითვლება. შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ისინი და განმარტოთ ნიშნები და სიმბოლოები, რომლებიც დაინახეთ.

წყვილებისთვის საახალწლო მაგიდის კუთხეში ჯდომა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ეს ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს.

ასევე, ითვლება, რომ 14 იანვარს დაბადებულ ბავშვს ცხოვრებაში საოცარი იღბალი და გამართლება ექნება.

13 იანვარი შესანიშნავი დღეა სიყვარულში გამოტყდომისთვის და საყვარელ ადამიანთან დალაპარაკებისთვის.

გარდა ამისა, არსებობდა კიდევ რამდენიმე სახალისო რიტუალი, რომლებსაც ადამიანები მიმართავდნენ, მაგალითად: ასანთის ორ ღერს, ერთმანეთის პარალელურად ვერტიკალურად ათავსებდნენ თავის ყუთში და ცეცხლს წაუკიდებდნენ. თუ დაწვის პარალელურად, ღერები ერთმანეთისკენ გადაიხრებოდა, სჯეროდათ, რომ წყვილი ერთად ყოფნას მოახერხებდა, ხოლო, თუ საპირისპირო მიმართულებით ჩაიწვებოდა, მაშინ მათ შორის, დიდი ალბათობით, სასიყვარულო ურთიერთობა ვერ გაჩაღდებოდა.

წარსულის ტკივილისაგან გასათავისუფლებლად კი პატარა ფურცლებზე წერდნენ ყველა იმ წყენისა და ნეგატიური გამოცდილების შესახებ, რომლებიც გადახდათ, შემდეგ წვავდნენ და ძველით ახალი წლის ღამეს ჰაერში მიმოფანტავდნენ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა