თეგებით ძიება

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.

ფაქტი 9 იანვარს მოხდა.

საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე იმავე დღეს დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.

დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა