ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ტაივანში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. 18 000-მდე საარჩევნო უბანი, ადგილობრივი დროით 8:00 საათზე, გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება 20 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.
გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მმართველი "დემოკრატიული პროგრესული პარტიის" წევრი და ვიცეპრეზიდენტი, ლაი ჩინ-ტი მიიჩნევა.
მისი მთავარი კონკურენტი ჰოუ იუია, რომელიც ტაივანში სიდიდით მეორე პარტიის კანდიდატი და ტაიბეის ყოფილი მერია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს ტაივანის სახალხო პარტიის კანდიდატი, კე ვენჩჟეც, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ტაივანელები 113 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობს.