თეგებით ძიება
13. 01. 2024 მსოფლიო

ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) უცხოელ აგენტად გამოაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მანამდე აკუნინი-ჩხარტიშვილის წინააღმდეგ რუსეთის ჯარზე ფეიკებისთვის და ტერორიზმის საჯარო გამართლებისთვის სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე მის გამონათქვამებს უკავშირდება. ბორის აკუნინი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

„უცხოელი აგენტების სიაში“ ასევე მოხვდნენ ჟურნალისტი ალექსანდრე მინკინი, ტელეგრამ-არხის, Moscow Calling-ის ადმინისტრატორი ანდრეი კურშინი და მარი ელის რესპუბლიკის დეპუტატი ანტონ სოკოლოვი.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს გაჩნდა. კანონი შესაძლებლობას აძლევს იუსტიციის სამინისტროს, რომ უცხოელ აგენტებად ის არაკომერციული ორგანიზაციები გამოაცხადოს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. მოგვიანებით კანონში ცვლილება შევიდა და უცხოელ აგენტებად ფიზიკური პირების გამოცხადებაც გახდა შესაძლებელი. ამისთვის აუცილებლად დაფინანსების მიღება არ არის საჭირო, არამედ შესაძლოა უცხოელ აგენტად გამოცხადდეს პირი, რომელიც „უცხოური გავლენის ქვეშ“ იმყოფება. ეს ტერმინები კანონმდებლობაში ძალზე ბუნდოვნად არის ახსნილი, რაც რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კანონის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა