„სამღვდელო პირისგან, ხატმწერისგანაც მივიღე კონსულტაცია, მათი განმარტებით არავითარი კანონიკა არ არის დარღვეული” - რას ამბობს ირმა ინაშვილი?
„ხატს შემწირველი კი არ წერს, ხატს წერს ხატმწერი და ეს ეპიზოდებიც მან შექმნა”. ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
,,არც დავით თარხან მოურავი და არც მე ამ ხატის დაწერაში მონაწილეობას არ ვღებულობდით. ხატს შემწირველი კი არ წერს, ხატს წერს ხატმწერი და ეს ეპიზოდებიც მან შექმნა. ეს ხატმწერი მარხულობს, ის არის ქართველი ხატმწერი, ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, ჩაცხრება ეს ვნებათარელვა და დავასახელებთ ხატმწერის ვინაობას, შეგნებულად არ ვასახელებდი მანამდე, რომ თქვენ არ შეგეჭამათ. იმ ეპიზოდში სტალინი, მე არ აღმიქვამს როგორც დადებითი პერსონაჟი. ის ეპიზოდი ხატმწერის განმარტებით მოიცავდა შემდეგ შინაარსს, რომ ღმერთი ყველა მმართველზე ძლიერია, ღმერთი ყოვლისშემძლეა. როგორც მაზიარებლები, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მე არ მითქვამს, რომ გამახარა საპატრიარქოს ამ განცხადებამ და მე არ მითქვამს, რომ არ შემეძლო სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მე პირადად სულ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ, როგორც მაზიარებელი, მეც და დავით თარხან მოურავიც ვემორჩილებით პატრიარქის გადაწყვეტილებას. მე არაფერს არ შევცლიდი ამ ხატზე, აი ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. სამღვდელო პირისგან, ხატმწერისგანაც მივიღე მე კონსულტაცია, მათი განმარტებით არავითარი კანონიკა არ არის დარღვეული”, – ამბობს ირმა ინაშვილი.