თეგებით ძიება

„მატრონა მოსკოველის ხატიდან სტალინის ამოშლის შემდგომ, აუცილებელია საზოგადოებამ მოითხოვის სტალინის მუზეუმის დახურვა გორში“ - ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მატრონა მოსკოველის ხატიდან სტალინის ამოშლის შემდგომ აუცილებელია ახლავე და დროულად საზოგადოებამ მოითხოვის სტალინის მუზეუმის დახურვა გორში და მის ადგილზე, იმავე შენობაში სტალინური ტეროტის რეპრესიების მსხვერპლთა და საქართველის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიის ამსახველი

მუზეუმის გახსნა, სადაც გარუსებულ ტირან სტალინის ბიოგრაფიაც მთელი სინამდვილით აისახება. დღემდე სახელმწიფო დაწესებულება “სტალინის სახლ-მუზეუმი” სტალინის კულტის პროპაგანდისტ-აპოლოგეტია და საბჭოთა პროპაგანდას აგრძელებს, დაუშვებელია ამის გაგრძელება!

P.S. უფრო გასაგები რომ იყოს ჩემი კონცეფცია: დღეს სტალინის მუზეუმი ორი შენობისგან შედგება - 1) პავილიონში მოქცეული სტალინის ქოხი, ანუ უშუალოდ სახლ-მუზეუმი და მის უკან წამომართული 2) დიდი სასახლე - საექსპოზიციო მუზეუმ-დარბაზებით. ხელუხლებლად უნდა შენარჩუნდეს პირველი, ხოლო მეორეში გაიხსნას “სტალინური ტეროტის რეპრესიების მსხვერპლთა და საქართველის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიის მუზეუმი”. ამდენად ტურისტულად ის კვლავ შენარჩუნდება როგორც აქტიური საიტი და სტალინის, როგორც ისტორიული პირის მემორიალური ძეგლი.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა