თეგებით ძიება

„წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გიჟური შეთანხმებების ციკლით, შევძელი და ბევრი მიმართულებით დავუკავშირე ეროვნული ბიბლიოთეკა ბიზნესს“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლამდე გაკეთებულ სიას აქვეყნებს.

გიორგი კეკელიძე იმედოვნებს, რომ მისი დაწყებული საქმეები გაგრძელდება.

„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: „ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!“ პირველი ტაქსიში ჩავჯექი, დიდად მოსაუბრე გამოდგა მძღოლი – ბატონი გოგი.. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი, მე თუ ბიბლიოთეკარი ვიყავი, ეს მისი „ბრალიცაა“ – გიორგი კეკელიძის საოცარი მონათხრობი

„წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გიჟური შეთანხმებების ციკლით, შევძელი და ბევრი მიმართულებით დავუკავშირე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia ბიზნესს.

ეს პროექტები, იმედი მაქვს, გაგრძელდება სამომავლოდ, რაც მხოლოდ გამახარებს:

პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, მაჩაბლის სამკითხველო დარბაზი – სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company

დამწერლობის მუზეუმი – საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

ციფრული ფოტომატიანე – Coca-Cola

ემიგრაციის მუზეუმი – Sarajishvili

სოფლის ბიბლიოთეკები, საგანმანათლებო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი” – Gulf Georgia

ბიბლიოთეკები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან – საქართველოს ფოსტა / Georgian Post

სკვერის ბიბლიოთეკები, წიგნის ბუდეები – Arveladze Foundation – ფონდი არველაძე Shota Arveladze Achi Arveladze

ბიბლიოთეკები ციხეებში – Biblusi • ბიბლუსი და იუსტიციის სამინისტრო

ქართული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ – TBC – თიბისი

ცისფერყანწელების ბაღი (ქუთაისი) – Gardenia shevardnadze

ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-სამკითხველო (განმუხური) – ნიკო კვარაცხელიას ფონდი.

დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი – SEED Georgia

ახალგაზრდული სამკითხველო – Mastercard

დამოუკიდებლობის დარბაზი – BlueTabla • ბლუტაბლა

მიუსაფარი ცხოველების დაცვა – ,,Animal Rescue Gerogia” – ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი თათები • Tatebi

ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიო – “შუხმანი”

უახლოეს მომავალში დაგეგმილი და შეთანხმებულია:

🟢 ვიზიტი უკრაინაში და უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება🟢 ვიზიტი ლიეტუვაში და ლიეტუვაში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება🟢 ვიზიტი ბრიტანეთში და ლონდონში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება🟢 ბარსელონაში, დუბლინში, ემპოლიში, ბარიში, რიზეში ქართული წიგნის კუთხეების გახსნა🟢 10 ქალაქში სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა🟢 100 სოფელში ვიზიტი წიგნებით🌐 უშუალოდ ბიბლიოთეკაში გაიხსნება:🟢 ქართული დამწერლობის მუზეუმი (კვლავ კერძო ბიზნესი)🟢 ნიკო ნიკოლაძის დარბაზი🟢 აფხაზი თავადების – ჩხოტუების დარბაზი🟢 არაყიშვილის კაბინეტიდა გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით უნდა დაიწყოს პირველი კორპუსის რეაბილიტაცია“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა