თეგებით ძიება

რუსეთმა გაზპრომბანკის ყოფილი მაღალჩინოსანზე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის.

ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზპრომის პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში. ის ამბობდა, რომ უკრაინაში დაბრუნებით და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით რუსული წარსულის ჩამორეცხვა სურდა.

ვოლობუევი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში მსახურობს, რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის "მოხალისეთა კორპუსს" და ლეგიონს "რუსეთის თავისუფლება".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა