იტალიაში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ 40 წლის ქართველმა ავტომობილი ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა.
ირკვევა ისიც, რომ მამაკაცი მოპარულ მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. სწორედ მაშინ გაარკვია პოლიციამ, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო.