თეგებით ძიება

საბერძნეთში ქართველებმა ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს. როგორც მედია წერს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახლები და საწყობები 35-ჯერ გაძარცვა, მათ შორისაა პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 000 ევროზე მეტი.

ბერძნული მედიის ცნობით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდი იყო, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინტერპოლი ეძებდა. მათივე ცნობით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. 

"კრიმინალური დაჯგუფების წევრების სახლებიდან ამოღებულია: 2 451 ევრო, 4 მანქანა, ცეცხლსასროლი იარეღები, ნარკოტიკული ნივთიერება, ვაზნები, ალკოჰოლური სასმელები, კამერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ლეპტოპები, ჭურჭლის ნაკრებები და ა.შ" - წერს მედია.

დაკავებულები პროკურატურაში შაბათს, 13 იანვარს, დილით მიიყვანეს, გამოძიება კი მათი დანაშაულებრივი ქმედების სრული მასშტაბის დასადგენად გრძელდება.

წყარო: მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა