„შეიძლება" - გრიგორიადისი არ გამორიცხავს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს
დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.
"არ ვიცი, არ მიფიქრია ეგეთ რაღაცებზე, შეიძლება", - განაცხადა მან ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს.
ხვალ ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.