თეგებით ძიება

ყველა მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა - ისლანდიის პრეზიდენტი თქმით ვულკანის ამოფრქვევა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის

ისლანდიის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ამის შესახებ იოჰანესონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქალაქ გრინდავიკიდან, რომელიც აქტიური ვულკანის სიახლოვესაა განლაგებული, ყველა მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქში სულ 4000 ადამიანი ცხოვრობს.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, არაა გამორიცხული, ვულკანმა ზიანი მიაყენოს ქალაქის ინფრასტრუქტურას, თუმცა ვულკანის ფერფლი თვითმფრინავების ფრენებს საფრთხეს არ შეუქმნის.

შეგახსენებთ, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დღეს დაიწყო. ეს ბოლო ერთ თვეში ვულკანის გააქტიურების უკვე მეორე შემთხვევაა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა