თეგებით ძიება

„ერთადერთხელ მედგა ჩვენი დროშა წინ და..“ - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე?

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

ერთადერთხელ მედგა ჩვენი დროშა წინ და ბალტიის პატარა ქვეყნის, პატარა ქალაქის, პატარა ოთახში შეკრებილთათვის მთელ ქვეყანას წარმოვადგენდი... თან მეშინოდა, თან ძალიან ამაყი ვიყავი! 

წარმომიდგენია, რას გრძნობენ ჩვენი სპორტსმენები, დიპლომატები, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მოასპარეზენი, ევროვიზიის მონაწილეები, როდესაც ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის სახელით მილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოდიან .... 

გაუმარჯოს ჩვენს დროშას და მის უკან ნამდვილი, მოწესრიგებული, კაპიტალისტებისათვის ანგარიშგასაწევი სახელმწიფო წამომართულიყოს! - წერს ლევან ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა