თეგებით ძიება

„ეს რომ წულუკიანზე ეთქვათ, ასე წყნარად შერჩებოდათ?“ - ნატა ფერაძე ალტ-ინფოს ლიდერებზე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც სამების ტაძარში ნე­ტარი მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­ის ხატს საღებავი შეასხა, ალტ-ინფოს წევრების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

ეს რომ წულუკიანზე ეთქვათ, ასე წყნარად შერჩებოდათ?

„აბსტრაქტულად არ გეტყვით, კონკრეტულად ჩვენგან გეუბნებით - მაგას ან სახელმწიფო მიხედავს, ან კონკრეტულად ჩვენ მივხედავთ და სულ არ მაინტერესებს მერე... ეგეთი სამართალი თუ აქვთ მაგათ. ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება“, - თქვა აქციაზე გამოსვლისას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ.

„სულ პოლიცია ვერ იდგება მათ სახლებთან და მათთან ერთად ვერ ივლის სულ პოლიცია. პირობას გაძლევთ - ძმრად უნდა ამოვადინით ამ ნაბიჭ@@@ებს ეს მხეცობა“, - ეს „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერის, შოთა მარტინენკოს მიერ აქციაზე წარმოთქმული სიტყვებია - წერს ნატა ფერაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა