თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

სელენა გომესი ბიოგრაფიულ ფილმში ლინდა რონსტადტის როლს შეასრულებს

დევიდ ო რასელი ამერიკელ ქანთრი-მომღერალზე ლინდა რონსტადტზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Billboard-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავარ როლს ფილმში სელენა გომესი შეასრულებს. ფილმის პროდიუსერებს შორის რონსტადტის მენეჯერი ჯონ ბოილან და მომღერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი ჯეიმს კიტჩი არიან.

რონსტადტი 11 „გრემის“ მფლობელია, ის ქანთრი-როკის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი 30 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული. 2013 წელს რონსტადტმა განაცხადა, რომ პარკინსონის დაავადების გამო იძულებულია კარიერა დაასრულოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა