თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ დღეს სრულდება

ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ დღეს სრულდება. კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანი ბრიუსელში იმყოფება.

მინისტრი ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას, კონცერტს დაესწრო.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა