თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებს გმობს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხემძღვანელს, მაჰდი ალ-მაშატს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის მიერ „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშები დაგმო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უდავოა, რომ ასეთ ქმედებებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საგარეო აგრესიას და ახლა ეფექტურ როლს თამაშობენ პალესტინელი ხალხის დაცვაში, უარყოფენ და გმობენ მსოფლიოს თავისუფლების მაძიებელი ქვეყნები“, - განაცხადა რაისმა მაჰდი ალ-მაშატისთან საუბარში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს. წუხელ კი აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა