თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძარცველებმა, სულ მცირე, 35 სახლი გაქურდეს. ამის გარდა, დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.

პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი. გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა