ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტის წარმატებულად გამოცდის შესახებ განაცხადა
ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის მოქმედების ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, ფხენიანმა რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა, რომელმაც დაახლოებით 1000 კილომეტრი გაიარა და შემდეგ ჩამოვარდა.
როგორც Reuters-ი წერს, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ რაკეტის გამოცდა დაგმო და აღნიშნა, რომ ამ პირდაპირ პროვოკაციას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.