თეგებით ძიება

გურჯაანში კაცი დაჭრეს

გურჯაანში კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 14 იანვარს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა, რა დროსაც 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი კაცი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ცნობით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული სხეულის სხვადასხვა არეში. დაზიანებულია არტერია, ღვიძლი და გულმკერდის არე. ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: „ფორმულა“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა