თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

გერმანელი მეხანძრეები კალენდრისთვის გაშიშვლდნენ (ფოტო)

ბავარიელმა მეხანძრეები ეროტიკული კალენდრისთვის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოხალისე მეხანძრეები ვალჰზინგიდან ასეთ ღონისძიებაში პირველად იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში პროფესიონალური სახანძრო განყოფილებები გერმანიაში მხოლოდ მსხვილ ქალაქებში არსებობს. იმ დასახლებულ პუნქტებში კი, სადაც მოსახლეობა 100 ათასზე ნაკლებია, ადამიანების გადარჩენაზე მოხალისეები ზრუნავენ.

ვალხზინგში 230 მოხალისე მეხანძრეა, ფოტოსესიაში 13-მა მათგანმა მიიღო მონაწილეობა. მეხანძრეები ამბობენ, რომ თავდაპირველად კალენდრის გამოშვების იდეა ერთგვარი ხუმრობა იყო, თუმცა მისი გამოშვების შემდეგ 50 ეგზემპლარი გაიყიდა, მას შემდეგ კი რაც კალენდრის შესახებ სტატიები ადგილობრივ გაზეთებში დაიბეჭდა, მასზე მოთხოვნა გაიზარდა.

კალენდრის ღირებულება 30 ევროა. მიღებულ თანხას მეხანძრეები ახალი ეკიპირებაზე და აღჭურვილობაზე დახარჯავენ, ნაწილს კი ბარბექიუს საღამოს მოსაწყობად გამოიყენებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა