თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

მარკ ცუკერბერგი საქონლის ხორცის წარმოებას იწყებს

„დავიწყე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება Ko'olau-ს რანჩოზე კაუაიზე და ჩემი მიზანია შევქმნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის ძროხის ხორცი“ - დაწერა ცუკერბერგმა „ინსტაგრამზე“ და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თავის რანჩოში სტეიკს ჭამს.

მისი თქმით, თითოეული ძროხა ყოველწლიურად 5 000 – 10 000 ფუნტ საკვებს მიიღებს, ამიტომ მაკადამიის ხეებს ისინი დიდ ფართობზე გააშენებენ.

„ეს არის ყველაზე გემრიელი პროექტი, რომელიც ოდესმე გამიკეთებია“, - დაწერა ცუკერბერგმა.

„ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ფერმების სიცოცხლისუნარიანობას, რომლებიც მუშაობენ ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდარი ცნობილი ადამიანების გამოსაკვებად“ – აცხადებს მილიარდერი.

ცნობისათვის, ამჟამად სოციალურ ქსელების მაგნატის ქონებრივი მდგომარეობა 126.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა