რომის პაპმა ერთსქესიანთა კურთხევაზე თანხმობა განაცხადა
რომის პაპმა ერთსქესიანთა კურთხევაზე თანხმობა განაცხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას „reuters" ავრცელებს.
პაპ ფრანცისკეს განცხადებით, კათოლიკურ ეკლესიაში კურთხევა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთსქესიანი ადამიანები კათოლიკურ ეკლესიაში ქორწინებას შეძლებენ.
პაპი ამბობს, რომ ეპისკოპოსებმა ეს გადაწყვეტილება ცუდად მიიღეს და ამის შესახებ "მახინჯი" დასკვნები კეთდებოდა. მისივე თქმით, ეს საქციელი გაუაზრებელი იყო, რადგან ზოგიერთ მათგანს განცხადების შინაარსი არ ესმოდა.