მინდა, რომ უბრალოდ შარში არ გავეხვიოთ, თორემ თავისუფალი ვაჭრობაც კარგია, ჩინეთთან მეგობრობაც - იაგო ხვიჩია
მინდა, რომ უბრალოდ შარში არ გავეხვიოთ, თორემ თავისუფალი ვაჭრობაც კარგია, ჩინეთთან მეგობრობაც, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მმართველი პარტიის ჩინეთში დელეგაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გამომწვევ დროს ხდებოდა ეს [საქართველო-ჩინეთის] ურთიერთობები თითქოს დასავლეთის და ამერიკელების ჯინაზე. მინდა, რომ უბრალოდ შარში არ გავეხვიოთ, თორემ თავისუფალი ვაჭრობაც კარგია, ჩინეთთან მეგობრობაც. ზოგადად ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ბევრი მტერი გვყავდეს ქვეყნის გარშემო და ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიც არის ჩინეთი რამეს გვერჩოდეს, ან პრეტენზიები ჰქონდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს.ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი. მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.