სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ტუნისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
წყარო : საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია