უკრაინულმა ძალებმა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მან საჰაერო ძალებს წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი A-50 და სამხედრო თვითმფრინავი Ил-22 ჩამოაგდეს", - ამბობს ზალუჟნი.