თეგებით ძიება

დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა გაქვთ ?

თვითშეფასების ტესტი

ამის გასარკვევად უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს „დიახ“ ან „არა“ და თითოეული კითხვის შესაბამისი ქულა დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ. შემდეგ კი დააჯამეთ და მიღებული შედეგის მიხედვით ნახეთ პასუხი:

1. საკუთარ თავში ჩაკეტილი ხართ? (დიახ - 5, არა - 0);

2. ხომ არ ფიქრობთ, რომ წარუმატებლობა მუდამ თან გდევთ? (დიახ - 0, არა - 5);

3. როდესაც რაიმეს გაკეთებას აპირებთ, სხვის აზრს ითვალისწინებთ? (დიახ - 0, არა - 5);

4. ხომ არ ცდილობთ, გაიხსენოთ, ანალოგიურ ვითარებაში როგორ იქცევიან სხვები და თქვენც ზუსტად ისე მოიქცეთ? (დიახ - 0, არა - 5);

5. როდესაც გაქებენ, თავს უხერხულად გრძნობთ? (დიახ - 0, არა - 5);

6. შეგიძლიათ, მარტომ დიდხანს გაძლოთ? (დიახ - 0, არა - 5);

7. თქვენი სულიერი კომფორტი ფულს უკავშირდება? (დიახ - 0, არა - 5);

8. ხშირად ფიქრობთ, რომ სწორედ ახლა მოხდა ყველაზე დიდი საშინელება? (დიახ - 0, არა - 5);

9. სხვებთან საკუთარი გრძნობების გამოხატვა გიჭირთ? (დიახ - 0, არა - 5);

10. შეგიძლიათ, იმ ადამიანებს გაუწიოთ წინააღმდეგობა, ვის გვერდითაც ცხოვრობთ? (დიახ - 5, არა - 0).

შედეგები:

35-50 ქულა:

საკუთარი თავი გიყვართ და პატივსაც სცემთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებიც გიყვართ. საკმაოდ ხალისიანი ბრძანდებით. ეს ყველაფერი კი თქვენი წარმატების საწინდარია. გრძნობთ, რომ ყველას სჭირდებით და ფიქრობთ, რომ ცხოვრებას ნამდვილად აქვს აზრი. უფრო სწორად, მას აზრს თქვენ აძლევთ. სხვა ადამიანების ღირსებების დაფასება შეგიძლიათ. ფიქრობთ, რომ ღირსეული პიროვნება ხართ და მიგაჩნიათ, რომ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ.

15-30 ქულა:

ძნელია იმის თქმა, პატივს სცემთ თუ არა საკუთარ თავს. ალბათ, ამაზე იშვიათად გიფიქრიათ. თქვენს შესაძლებლობებს ყოველთვის არ იყენებთ. საკუთარსა თუ სხვის სისუსტეებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ. ამან კი შეიძლება, საკუთარი თავისადმი უკმაყოფილო განწყობა გაგიჩინოთ. ვერც იმას შეძლებთ, რომ სხვა ადამიანებს სიყვარული და ყურადღება აგრძნობინოთ.

0-15 ქულა:

საკუთარი თავი ნამდვილად არ გიყვართ. ყოველთვის ცუდის მოლოდინში ხართ. როცა რაღაც ცუდი ხდება, ამბობთ, რომ დარწმუნებული იყავით, ასე იქნებოდა. ზოგჯერ საკუთარი თავიც გძულთ და ამის გამო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა