აფეთქება ბაქოში - დაღუპულთა რიცხვი 3-მდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა
ბაქოში ავეჯის საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, 24 დაშავდა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან ერთად, ადასტურებს, რომ აფეთქები და ავეჯის საწარმოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ოფიციალური ინფორმაციით საღუპულია სამი ადამიანი. სხვადასხვა სახის დაზიანებები 24-მდე ადამიანმა მიიღო.
აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.