ოკუპანტებმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა - ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და 4 მაშველი.
როგორც უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებასა და მაშველებს. თავდასხმისას ისინი დრონებსა და არტილერიას იყენებდნენ.
დაზიანდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები; სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხანძარი გაჩნდა; ტროლეიბუსის ხაზი და გაზსადენი.