ხვიჩა კვარაცხელია პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი საფეხბუთო სააგენტოს, Transfermarkt-ის ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.
გამოქვეყნებულ TOP 10 სიაში, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც შედის, რომელიც 2023 წელს, 30 მილიონად იყო შეფასებული, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, 85 მილიონ შეფასდა.
პოსტსაბჭოთა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული:
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 85 მილიონი ევრო, „ნაპოლი“, 2023;
მიხეილ მუდრიკი (უკრაინა) – 60 მილიონი, „ჩელსი“, 2023;
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) – 51 მილიონი, „მილანი“, 2006;
ოლექსანდრ ბინჩენკო (უკრაინა) – 42 მილიონი, „არსენალი“, 2023;
ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი) – 37 მილიონი, „დორტმუნდის ბორუსია“, 2016;
ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი) – 30 მილიონი, „მონაკო“, 2018;
მარიო ფერნანდესი (რუსეთი) – 30 მილიონი, „ცსკა“, 2019;
რუსლან მალინოვსკი (უკრაინა) – 30 მილიონი, „ატლანტა“, 2021;
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) – 30 მილიონი, „ვალენსია“, 2023;
არტემ დოვბიკი (უკრაინა) – 28 მილიონი ევრო, „ჟირონა“, 2023.
წყარო : bpn.ge