თეგებით ძიება

კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს სასამართლომ გირაო შეუფარდა, სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობის საქმე

კასპის საკრებულოს ორ მაღალჩინოსანს, რომლებსაც  ბრალი სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინათ, სასამართლომ გირაო შეუფარდა.  

საუბარია  2022 წელს კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ბიუჯეტის განხილვისას "ქართული ოცნების" წევრები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა აქტივისტმა დაზიანებები მიიღო. 

ბრალდებულებს შორის არიან საკრებულოს აპარატის უფროსი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.  

რაც შეეხება იმავე ეპიზოდში ჟურნალისტებზე თავდასხმას, საგამოძიებო უწყებას რეაგირება წლების შემდეგაც არ აქვს და საქმე სტრასბურგში წავა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა