2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 62,1%-ით შემცირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ IV კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2023 წლის IV კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობას უკან დაბრუნებულთა ოდენობა 20 601-ით სჭარბობს.
2023 წლის ცხრა თვეში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 37 636-ით სჭარბობდა.
სულ, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს საზღვრის გადამკვეთ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოს საზღვრის გადმომკვეთ მოქალაქეთა რაოდენობას 17 035-ით სჭარბობს.
2022 წელს საქართველოს მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლების ოდენობა ქვეყანაში შემოსვლების ოდენობას 44 985-ით აღემატებოდა. მაშასადამე, 2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 27 950-ით ანუ 62,1%-ით