გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ვებ-გვერდი ავრცელებს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.