ლიონელ მესი FIFA-მ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადა
2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ (FIFA) არგენტინელი ლიონელ მესი გამოაცხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მესიმ ჯილდო The FIFA Best მესამედ მიიღო. 2023 წელს ის „პარი-სენ-ჟერმენიდან“ ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.
მესის გარდა პრიზის კანდიდატები იყვნენ ნორვეგიელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი და საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი-სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე.
საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესის დასახელება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 2023 წელს მისმა გუნდმა, „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა.
გასული წლის ოქტომბერში მესი მერვედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი. აქამდე ამ პრიზის მფლობელი ამდენჯერ არავინ გამხდარა. „ოქროს ბურთით“ ფეხბურთელებს ჟურნალი France Football აჯილდოებს.