თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა - დაიღუპა 9 და დაშავდა 30 ადამიანი
თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც მარმარისიდან მარდინისკენ მიდიოდა, გზატკეცილზე ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. დაწყებულია გამოძიება.