თეგებით ძიება

„მჯერა, ამასაც მშვიდობით გადავლახავთ...“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ამ წუთებში მესამე ოპერაცია უტარდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, მესამე ოპერაცია ლაზარეს ამ წუთებში უტარდება.

„ჩემი ლაზარე უფლის სასწაულია.

დე, ამასაც მშვიდობით გადავლახავთ მჯერა.

ჩემო კეთილის მსურველებო, გთხოვთ, ისევ ისე გვჭირდება კიდევ ერთხელ,

თქვენი ლოცვა გადაარჩენს ჩემ გმირ ბიჭუნას. ოპერაცია დაწყებულია“, – წერს ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი.

ცნობისთვის, პატარა ლაზარეს ოპერაციებს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვი უკეთებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა