თეგებით ძიება

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე საელჩო მუშაობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩო, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე მუშაობს.

„15 იანვარს ქ. ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 35 წლის სერრაჯ იუსიბოვი დაიღუპა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა.

არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.

შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა