თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

შვეიცარია უკრაინის აღდგენისთვის 1,75 მილიარდ დოლარს გამოყოფს

შვეიცარია უკრაინის აღსადგენად 2025-2028 წლების პერიოდისთვის 1,5 მილიარდ ფრანკს (1,75 მილიარდ დოლარს) გამოყოფს საეთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში.

ამის შესახებ შვეიცარის პრეზიდენტმა ვიოლა ამგერდმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შვეიცარია ფოკუსირებულია აღდგენაზე... რეკონსტრუქციის პოლიტიკურ კომპასს ემსახურება ლუგანოს კონფერენციაზე ჩამოყალიბებული პრინციპები. შვეიცარიამ დაგეგმა 1,5 მილიარდი ფრანკის გამოყოფა უკრაინის მხარდასაჭერად 2025-დან 2028 წლამდე, როგორც მისი საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის ნაწილი“, - განაცხადა ამგერდმა.

ამგერდმა ზელენსკისთან ასევე განიხილა სასურსათო უსაფრთხოების საკითხები, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტის შეზღუდვასთან რუსული აგრესიის გამო.

„თუ ისეთ დიდ ექსპორტიორ ქვეყანაში, როგორიც არის უკრაინა, ნაკლებ მოსავალს მოიყვანენ, ამას დიდი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ გაერო-ს ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინიდან საკვებისა და სასუქების შეუფერხებელი ექსპორტის ხელშეწყობას შავი ზღვის გავლით“, - დასძინა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არ გააგრძელოს „მარცვლეულის ინიციატივა“, საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა