თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

მის ამერიკა 2024 აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიცერი, მედისონ მარში გახდა

მის ამერიკა 2024 კოლორადოელი მედისონ მარში გახდა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების მოქმედი ოფიცერია. მედისონ მარშის თქმით, ის კონკურსისთვის ფიზიკურად მოსამზადებლად სამხედრო ვარჯიშებს იყენებდა. 

22 წლის მედისონ მარში აშშ-ს საჰაერო ძალების ლეიტენანტია. მან ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში საჰაერო ძალების აკადემიაში მიიღო, ახლა კი ჰარვარდის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკას სწავლობს. მისი თქმით, მან სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება ქალი სამხედროების შესახებ სტერეოტიპების დასამსხვრევად გადაწყვიტა. იმის გარდა, რომ მედისონ მარში სერტიფიცირებული პილოტია, ის ასევე ფლობს შავ ქამარს ტაეკვანდოში. 

"საოცარია, რომ შემიძლია გამოვცადო ჩემი ცხოვრების ორი საყვარელი მხარე ერთდროულად და ამით სხვებისთვის მაგალითი შევქმნა, რომ არაა საჭირო საკუთარი თავის შეზღუდვა" - თქვა მედისონ მარშმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა