ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 24 100-მდე გაიზარდა - „ჰამასის“
ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 24 100-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 60 800-ს აღემატება. ამის შესახებ „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ავიაიერიშების შედეგად, 132 პალესტინელი დაიღუპა, 252 კი დაშავდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის სტატისტიკა საბოლოო არაა, რადგანაც ნანგრევებში მოყოლილთა რაოდენობა ჯერ ისევ უცნობია.
შეიარაღებული დაპირისპირება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის განსაკუთრებით აქტიურია ჰან იუნისში.