თეგებით ძიება

კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს - მერია

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა, თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ეს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს და ადგილზე საავტომობილო მოძრაობა სრულად დათქმულ დროს აღდგება.

"თბილისის მერიას და უშუალოდ ქალაქის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრატორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში". - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

გეგმის მიხედვით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა