ოპოზიცია არის დაქსაქსული, მომავალ არჩევნებზე მათი შანსები ნულოვანია - გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანების გეგმას აფასებს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ გზით შექმნილი პოლიტიკური სუბიექტები „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფრით იქნება განსხვავებული.
„ოპოზიცია არის დაქსაქსული. კოორდინაცია აბსოლუტურად დაკარგული აქვთ. ახლა არის მცდელობა, რომ რაღაც კონტექსტში გაერთიანდნენ და შეიქმნას თითქოსდა დამოუკიდებელი ვექტორი, რომელიც არ იქნება ასოცირებული არც „ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არიან და არაფრით განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“. მომავალ არჩევნებზე მათი შანსები არის ნულოვანი. საზოგადოების მხრიდან მათ არასდროს ჰქონიათ ის მხარდაჭერა, რომ თუნდაც ბარიერის დაძლევა შეძლონ“, - განაცხადა მიქანაძემ.