თეგებით ძიება

"მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, გუშინ, ჩვენმა ახლობლებმა ნახეს... რომ გაიგო ვეძებდით, ძაღლი ჩემთან გამოატანა თვითონ გაიქცა" - რას ჰყვება მეუღლე დაკარგულ ახალგაზრდაზე?

თბი­ლის­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, დათი გა­ვა­შელს მე­ო­რე დღეა უშე­დე­გოდ ეძე­ბენ.

რო­გორც "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს“მის­მა მე­უღ­ლემ, ლიზა ყა­რაშ­ვილ­მა, გა­ნუ­ცხა­და, დათი გა­ვა­შე­ლი ნაც­ნო­ბებ­მა ღა­მის 03:00 სა­ათ­ზე დი­ღომ­ში, ძაღ­ლთან ერ­თად იპო­ვეს, თუმ­ცა მან ძაღ­ლი ნაც­ნო­ბებს მე­უღ­ლეს­თან გა­ა­ტა­ნა, თა­ვად კი გა­იქ­ცა.

"გუ­შინ ნა­ხეს ბო­ლოს დი­ღომ­ში, მას შემ­დეგ არ­სად ჩანს, არის ტა­ლა­ხი­ა­ნი, შე­ში­ნე­ბუ­ლი, გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი. გუ­შინ, ჩვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ნა­ხეს, რომ­ლებ­საც თვი­თონ არ იც­ნობს, რომ გა­ი­გო ვე­ძებ­დით, ძაღ­ლი ჩემ­თან გა­მო­ა­ტა­ნა, ჩემს მე­უღ­ლეს წა­უყ­ვა­ნე­თო და თვი­თონ გა­იქ­ცა".

და­თის მე­უღ­ლის თქმით, მას მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

"არ იყო კარ­გად იმ დღეს, როცა გა­იქ­ცა, თუმ­ცა წინა თვე­ებ­სა და დღე­ებ­ში სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რად და კარ­გად იყო. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და და არც მე­დი­კა­მენ­ტებს იღებ­და. ახლა რა მოხ­და, არ ვიცი, ეტყო­ბა, გა­უმწვავ­და. არ იყო კარ­გად მაგ დღეს, როცა წა­ვი­და...." - ამ­ბობს ლიზა ყა­რაშ­ვი­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა