ჩინეთის ბანკებმა რუს კლიენტებს შეზღუდვები დაუწესეს
მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთისთვის დამხმარე ორგანიზაციებისთვის მეორადი სანქციების დაწესება დააანონსა, ჩინეთის სახელმწიფო ბანკებმა რუს კლიენტებს შეზღუდვები დაუწესეს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მინიმუმ ორმა ბანკმა დაიწყო ტავისი რუსული ბიზნესის შემოწმება, კონკრეტულად ყურადღების დიდი ნაწილი ტრანსასაზღვრო შეთანხმებებს დაეთმო. წყაროს ცნობით, ჩინური ბანკები შეწყვეტენ კავშირს სანქციების სიაში მყოფ კლიენტებთან. ისინი ასევე დაასრულებენ რაიმე ფინანსურ მომსახურებას რუსეთის სამხედრო სექტორისთვის, მიუხედავად ვალუტისა და ტრანზაქციების ადგილისა.
წყაროსვე ცნობით, ჩინელმა კრედიტორებმა კლიენტების კომპლექსური შემოწმება გააძლიერეს. უფრო კონკრეტულად, მათ კლიენტების კავშირები რუსეთთან აინტერესებთ. ამოწმებენ ასევე არარუს კლიენტებს, რომლებსაც ბიზნესი აქვთ რუსეთში ან კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს მესამე ქვეყნების გავლით აწვდიან.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მეორადი სანქციების დაწესება დააანონსა იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს თავდაცვის სექტორისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გარიგებების დადებაში ეხმარებიან.
ასეთ ორგანიზაციებს აეკრძალებათ ან შეეზღუდებათ აშშ-ში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა, ხოლო მათი ქონება აშშ-ში დაიბლოკება.