ხობში, ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ხობში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მანქანას, რომელიც სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდო მიზეზი გაზი გახდა.
მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზებაც დროულად შეძლო. მაგისტრალი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.