თეგებით ძიება

„კორუმპირებული კალაძე, რომელიც ხაპავს ბიუჯეტს, ამდიდრებს ძმაკაცებს და ფეხზე იკიდებს შეუსრულებელ კონტრაქტებს, უნდა მიეცეს პასუხუსმგებლობაში!“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„არ მაინტერესებს და არ მაკმაყოფილებს კონტრაქტის გაწყვეტა. მითხარით, ვინ არის ამ კომპანიების კორუმპირებული მესაკუთრეევი, რა კავშირები აქვთ ხელისუფლებასთან. მანახეთ ყველა სხვა კონტრაქტი და ტენდერი, რაც მოუგიათ და როგორ შეუსრულებიათ. 

დამიდეთ სარჩელი, რანდენ მილიონს ედავებით ამ კომპანიას. მოიგეთ საქმე და მანახეთ როგორ აღსრულდება ეგ საქმე. არ მივიღებ ვითომ გაკოტრებულ კომპანიას და გამდიდრებულ მეწილეს. აანაზღაურეთ ზარალი, მათ შორის, ის ეკონომიკური და მორალური ზარალი, რაც მანდ მცხოვრებმა და მომუშავე ხალხმა მიიღო ამ კორუმპირებული სქემით. 

კორუმპირებული კალაძე, რომელიც ხაპავს ბიუჯეტს, ამდიდრებს ძმაკაცებს და ფეხზე იკიდებს შეუსრულებელ კონტრაქტებს და ისე იბარებს მშენებლობას, რომ ბავშვები კვდებიან შადრევნებში - უნდა მიეცეს პასუხუსმგებლობაში, მინიმუმ პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. ეს პროკურატუეა და ეს ანტი-კორუფცოული სააგენტო არაფერს გამოიძიებს ოცნების წინააღმდეგ.

შეწყვიტეთ ხალხის დროის, ფულის, ნერვების და ჯანმრთელობის ფლანგვა!

პასუხი აგეთ ამხელა ზარალზე!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა