გერმანელმა ფერმერებმა ბერლინის ქუჩები 6 ათასი ტრაქტორით გადაკეტეს
გერმანელმა ფერმერებმა ბერლინის ქუჩები 6 ათასი ტრაქტორით გადაკეტეს.
სოფლის მეურნეობის სექტორის თანამშრომელთა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები უკვე კვირაა გრძელდება.
ბერლინის პოლიციის განმარტებით, გერმანიის დედაქალაქში ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ აქციას 8 500 ადამიანი დაესწრო.
გერმანელი ფერმერები მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას და საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს.