თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინისთვის გაწეული დახმარების აუდიტი დაიწყო

ბრიუსელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან კიევისთვის სამხედრო დახმარების აუდიტს ახორციელებს. ამის შესახებ Financial Times სამ ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემოწმება დაიწყო განცხადებების საპასუხოდ, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო უკრაინისთვის მათ უფლებამოსილებაში არსებული დახმარების მოცულობის მიწოდება. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოითხოვა კიევისთვის მიწოდების მოცულობის დათვლა და შედარება. „უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის მიერ დაგეგმილი იარაღის მიწოდება ძალიან მცირეა“, - განაცხადა შოლცმა.

Financial Times -ის სტატიაში ნათქვამია, რომ რომ უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარება ბოლო თვეებში შემცირდა, რაც ზღუდავს კიევის შესაძლებლობას თავი დაიცვას რუსული თავდასხმებისგან და დაიწყოს კონტრშეტევითი ოპერაციები.

აუდიტს ახორციელებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, რომელიც დასკვნების გასაჯაროვებას ევროკავშირის სამიტამდე აპირებს.

Financial Times-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შემოწმების დროს ექსპერტები დაეყრდნობიან მასალებს, რომლებიც ევროპული ბლოკის წევრების მიერ ბრიუსელის შესაბამისი მოთხოვნის საპასუხოდ არის წარდგენილი. გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნას უკვე მოჰყვა წინააღმდეგობა ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ აუდიტორებისთვის სრული მონაცემების მიწოდება.

მიმდინარე აუდიტი ხორციელდება იმ დროს, როდესაც ბრიუსელი და ვაშინგტონი ცდილობენ იპოვონ პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ხელი მოაწერონ კიევისთვის დაახლოებით 110 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების ახალ პაკეტს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგები შესახებ. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის რობერტ სტორჩის მიერ წარმოდგენილ დასკვნებში მითითებულია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, სათანადოდ არ კონტროლდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა