Apple-ი სმარტფონების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა
2023 წელს, Apple-მა Samsung-ს გაუსწრო და მსოფლიოში სმარტფონების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა. ამის შესახებ კვლევითი კომპანია IDC იტყობინება.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, შარშან Apple-მა 234,5 მილიონი მოწყობილობა გაყიდა, მაშინ როცა Samsung 226,6 მილიონი. ლიდერთა ხუთეულში შევიდა 3 ჩინური კომპანიაც: Xiaomi (145,9 მილიონი), Oppo (103,1 მილიონი) და Transsion (94,9 მილიონი).
ეს პირველი შემთხვევაა 2010 წლის შემდეგ, როდესაც Samsung-მა ამ სფეროში ლიდერობა დაკარგა. მაშინ სამხრეთკორეულ კომპანიას Nokia-მ აჯობა, რომელმაც წლის განმავლობაში 453 მილიონი მოწყობილობა გაყიდა.
IDC-ს კვლევითმა დირექტორმა ნაბილა პოპალმა აღნიშნა, რომ Apple-ი ლიდერთა სამეულის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად დადებით ზრდას აფიქსირებს.