თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთს არ შეეფერებიან

ვერძი

ერიდეთ თხის რქას.

ვერძი, რაც არ უნდა სინაზე გამოამჟღავნოს, მაინც ძალიან სასტიკი და ჯიუტია. თხის რქას კი წყენა დიდხანს რჩება გულში, ამიტომაც ვერძისთვის უმჯობესია, თხის რქას გვერდი აუქციოს.

კურო

ერიდეთ მერწყულს.

კურო ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე მიწიერია, მერწყული კი მეოცნებეა, ამის გამო მათ შორის მუდმივად კონფლიქტი წარმოიშობა.

კირჩხიბი

ერიდეთ ლომს.

კირჩხიბი ძალიან კომუნიკაბელური და მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ მას ლომი თავისი პირდაპირობით და სისასტიკით ყოველთვის გულს მოუკლავს.

ლომი

ერიდეთ ქალწულს.

რა მიზეზითაც კირჩხიბი უნდა ერიდოს ლომს, იმავე მიზეზით ლომმა თავი უნდა აარიდოს ქალწულს. ქალწულის ჩვეულება - აკრიტიკოს ყველა და ყველაფერი - ლომს მალე გამოიყვანს წყობიდან.

ქალწული

ერიდეთ მორიელს.

მართალია, ქალწულიც და მორიელიც ანალიტიკოსები არიან, მაგრამ ვნებიანი მორიელისთვის ქალწულის პრაქტიკულობა შესაძლოა, გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. გაღიზიანებული მორიელი კი ქალწულს სტრესში ადვილად ჩააგდებს.

სასწორი

ერიდეთ სასწორს.

სასწორს მძაფრი მოთხოვნილება აქვს, ყველაფერში შეუდარებელი და ყველაზე მომხიბლავი იყოს. როცა ორი ამგვარი ადამიანი ერთად არის, მაშინვე მათ შორის კონკურენცია და უპასუხისმგებლო შეჯიბრი იწყება.

მორიელი

ერიდეთ თევზებს.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აქტიურობა და სიცოცხლის სიყვარული გადამდებია, ზემგრძნობიარე თევზებმა შეიძლება თქვენს ენერგიას ვერ გაუძლოს.

მშვილდოსანი

ერიდეთ კირჩხიბს.

თქვენ რისკი გიყვართ და ამის გამო ზოდიაქოს მგრძნობიარე ნიშნებს უნდა შეეშვათ. ეს განსაკუთრებით კირჩხიბს ეხება. ის ან მუდმივად თქვენს ზრუნვაში იქნება და თუ ამ ზრუნვას არ მიიღებთ, გაბრაზდება.

თხის რქა

ერიდეთ ვერძს.

ვერძს ძალიან ბევრი ამბიცია აქვს. ამის გამო, პარტნიორის ნაცვლად, ხელში კონკურენტი შეგრჩებათ. კონკურენცია, ერთი მხრივ, განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ წვრილმანების გამო მუდმივი ჭიდილი მომქანცველია.

მერწყული

ერიდეთ ქალწულს.

თქვენ სულით თავისუფალი ბრძანდებით და პრაქტიკული ქალწული თქვენს აღმაფრენას „ვერ დაეწევა“. მცირე ხნით შესაძლოა, გაძლოთ ერთად და საინტერესოც იყოს, მაგრამ როცა საქმე ხანგრძლივ ურთიერთობებს შეეხება, ნამდვილად არაფერი გამოგივათ.

თევზები

ერიდეთ ლომს.

ლომი მამაცი და გულადია, მაგრამ ის თქვენ არ შეგეფერებათ. თქვენ მკაცრი ლომისთვის ზედმეტად ემოციური, მგრძნობიარე და შეგნებული ბრძანდებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა